სილვა თავართქილაძე
Monday, July 19, 2010
Saturday, June 19, 2010
სამეგრელოს მივიწყებული კურორტები.
სამეგრელოს მივიწყებული კურორტები
საქართველო ცნობილია მრავალი საკურორტო ზონებით. მთელ ქვეყანაში გვხვდება როგორც გასართობი ასევე სამკურნალო მნიშვნელობის მქონე კურორტები. არის ასევე სეზონური და არასეზონური. ამ კუთხით აღსანიშნავია დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში. მისი ბუნებრივი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე აქ გვხვდება როგორც ზღვისპირა ასევე სამთო კურორტები: ანაკლია, განმუხური, სქური, ლებარდე, თეთრი მთა. ასევე ერთ–ერთი მსოფლიოში ცნობილია სამკურნალო კურორტული ზონა ცაიში, სადაც ჩამოდიოდნენ კანის სხვადასხვა დაავადებებით მის სამკურნალოდ. ეს არის ისეთი იშვიათი საკურორტო ზონა სადაც მიწიდან ამოედინება გოგირდის შემცველი ცხელი წყალი და ასევე ლაბორატორიაში შემოწმებული სამკურნალო ტალახი. ეს საკურორტო ზონა იყო უდიდესი დანიშნულების ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. ამას ადასტურებს იმ სანატორიუმის ნანგრევები, სადაც ოდესღაც ჩამოდიოდნენ უცხოელები ამა თუ იმ კანის დაავადებების განსაკურნებლად. ეს კურორტი დღეს არ იქცევს ყურადღებას მხოლოდ იმ მიზეზით რომ ნანგრევებად არის ქცეული ოდესღაც უმნიშვნელოვანესი სამკურნალო სანატორიუმი.
ასევე აღსანიშნავია ისეთი ბუნებრივი წიაღისეული როგორიცაა ბუნებრივად გაზიანი, სამკურნალო დანიშნულების წყალი სქური. აქაც მსგავსად ცაიშისა ჩამოდიოდნენ დამსვენებლები როდესაც აწუხებდათ კუჭნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები. ხდებოდა ამ წყლის ჩამოსხმა და ბაზარზე გატანა, რადგან იგი ტოლს არ უდებს ისეთ სამკურნალო წყლებს როგორიცაა ბორჯომი, ლიკანი და ა.შ. ეს წყალი ბაზარზე, რომ არ დაკარგულიყო უკანასკნელ წლებში იგი ისხმეოდა სოფელ ჯგალში, კვარაცხელიების მიერ, თუმცა ვერ გაუძლო ამ ახალი ბრენდების კონკურენციას და ბაზრიდან გაქრა. სწორედ ამიტომაც დღეს არავინ არ აქცევს ყურადღებას და მივიწყებულია.
მსგავსად ზემოთ ჩამოთვლილისა ასევე მივიწყებულია სამეგრელოს საზღვაო და სამთო კურორტები. საზღვაო კურორტებში დღეისობით მაინც იგრძნობა სულის ფეთქვა, რაც ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდობის დაინტერესებას თუნდაც როგორც მინიმუმ ინფორმაციის ფლობას, მაგრამ არც ისე სახარბიელოდ გვაქვს საქმე სამთო კურორტებში. ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცის, რომ ისეთი კურორტები როგორიცაა ლებარდე და თეთრი მთა, მნიშვნელოვანი იყო ასთმით დაავადებულთათვის და იმათთვის ვისაც ჰქონდა ფილტვების პრობლემა და თუ ვინმემ ამის შესახებ იცის ეს მხოლოდ უფროსმა თაობამ. თეთრი მთა განსაკუთრებულია იმითაც რომ აქ ხარობს ისეთი იშვიათი ხეები რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. ასევე ეს მთა გამოირჩევა ცხოველების მრავალფეროვნებით, ფაქტიურად ერთადერთი მთაა მთელს დასავლეთ საქართველოში სადაც ბინადრობს დათვი.
ჩემი პროექტის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლე ახალგაზრდობისათვის იყოს ხელმისაწვდომი, როგორც მინიმუმ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთ კუთხეში არსებულ ასეთ მივიწყებული კურორტების შესახებ. გაუჩნდნენ სურვილი რომ დაიცვან ისტორიული მნიშვნელობის კურორტები და გაუფრთხილდნენ მათ. ადვილად შესძლებელია ამ პროექტის განხორციელება, ამისათვის საჭიროა ბავშვებს თავიანთი თვალით დავანახოთ თუ რა პრობლემის წინაშე დგას ეს კურორტები და რა მდგომარეობაშია დღესდღეობით მანდ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ამ პროექტმა გაამართლა.
1) პროექტის დასახელება: სამეგრელოს მივიწყებული კურორტები.
2) პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მივიწყებულ კურორტებზე, გაითავისებენ მათ სასიცოცხლო მნიშვნელობას, აღწერენ კურორტების პრობლემატიკას და თეორიულად მათ აღმოფხვრას.
3) პროექტის სრული აღწერა: სამეგრელოს მივიწყებული კურორტების მოძიება, მათი მნიშვნელობის დადგენა, მოახდენენ შედარებას ამ კურორტების ყოფილ და ახლანდელ სახესთან, დაადგენენ მის საჭიროებას დღევანდელ პირობებში, მოახდენენ მდგომარეობის დაფიქსირებას, მათი მინერალური, ბიოქიმიური ელემენტების შემადგენლობას, დაინტერესდებიან ამ კურორტების შესაძლებლობებით და შეექმნებათ ნათელი წარმოდგენა თავიანთი კუთხის ღირსშესანიშნაობებზე.
4) მონაწილეთა ასაკი: 16–17
5) ვადები: 3 თვე
6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოიძიონ მასალები ინტერნეტის და სხვა დამხმარე ,მასალების დახმარებით, შთაბეჭდილებების ერთმანეთისათვის გაზიარება, საკუთარი აზრის დაცვა და დაფიქსირება, ფოტო გამოფენის მოწყობა და ვიდეო მასალების გამოყენება.
7) მოსალოდნელი შედეგები: გაეცნობიან თავიანთი კუთხის კურორტული ზონების მნიშვნელობას, შექმნიან საინიციატივო ჯგუფს, გააკეთებენ ფოტოალბომს.
8) სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან თავიანთ კურორტებს, ბალნეოლოგიურ მნიშვნელობას და გააცნობენ სხვებსაც.
9) სამუშაო ენა: ქართული
10) საგნებთან/ეროვნულ სასწავლო–გეგმასთან კავშირი:
ქართული: წაიკითხავენ და გააანალიზებენ სხვადასხვა ტიპის ტექსტებს, როცა გაეცნობიან ამ კურორტული ზონების მნიშვნელობას მას შეადარებენ სხვა კურორტულ ზონებთან.
ისტორია: გაეცნობიან ამ მხარის ისტორიულ და კურორტულ მნიშვნელობას, ასევე გაეცნობიან მათი წარმოშობის ისტორიას, შეიძენენ გარკვეულ ცოდნას.
გეოგრაფია: განსაზღვრავენ კურორტის გეოგრაფიულ მდგომარეობას, როგორი კლიმატია დამახასიატებელი.
ბიოლოგია: გაეცნობიან კურორტის სასიცოცხლო მნიშვნელობას.
ქიმია: განსაზღვრავენ საკურორტო ზონის ქიმიურ შემადგენლობას.
11) მონაწილეები სხვა სკოლიდან: მე–8 საჯარო სკოლა.
12) პროექტის ფასილიტატორის სახელი: თავართქილაძე სილვა, აბშილავა ნიკა,მარშანია თიკო,
13) პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: Silva.tavartkiladze@gmail.com
14) პროექტის ვებ–გვერდი: http://silvatavartkiladze.blogspot.com